ანანიძის "სპარტაკმა" კვირკველიას "რუბინი" დაამარცხა

AutoSharing Option
26 აპრილს რუსეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა" სოლომონ კვირკველიას ყაზანის "რუბინი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ქუინსი პრომესმა გაიტანა. ანანიძე სათადარიგო სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულა, ხოლო კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. მატჩში მონაწილოება არც მამუკა კობახიძეს მიუღია.

ამ მატჩის შემდეგ "რუბინი" და სპარტაკი", შესაბამისად სატურნირო ცხრილში მე-5 და მე-6 ადგილებს იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული