თემურ ქეცბაია: იმედია, ახალი სეზონიდან მუშაობას ინგლისში დავიწყებ

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ კვიპროსის რეგულარული ჩემპიონატის ლაურეატთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ჩემპიონატის ბომბარდირი მიკაელ პოტე (ომონია) დააჯილდოვა, ცერემონიალის შემდეგ კი კვიპროსულ მედიას გაესაუბრა.

ქეცბაიამ, ძირითადად, კვიპროსულ ფეხბურთზე, მის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა საკუთარ კარიერაზეც თქვა:

"ახალი სეზონიდან ახალ გუნდს ჩავუდგები სათავეში და ეს გუნდი უცხოური იქნება. იმედი მაქვს - ინგლისური. რაც შეეხება კვიპროსში მუშაობას, მომავალში არც ამას გამოვრიცხავ".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქეცბაია "ნიუკასლის" შესაძლო თავკაცთა სიაში ფიგურირებდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლონდონის ჩელსი უფრო D: ... მიდი ჩემო ქეცო მიდი! )
torino
08:47 30-04-2015
0
მანჩესტერში ალბათ
kuro
00:14 30-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული