კარვერმა 16 მატჩში მხოლოდ 9 ქულა მოუტანა "ნიუკასლს". ამიტომაც ჟურნალი THE MAG-ი უკვე მის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს.
დასახელებულ კანდიდატთა შორის კვლავ გამოჩნდა თემურ ქეცბაიას კანდიდატურა. შეგახსენებთ, რომ კარვერის მწვრთნელად დამტკიცებამდე უკვე იყო საუბარი, რომ შეიძლებოდა "ნიუკასლი" ქეცბაიას ჩაებარებინა. ინგლისური საბუკმეკერო კანტორები ერთი ხანობა, მას ფავორიტთა შორისაც ასახელებდნენ.
"ნიუკასლის" ფანებს ყველაზე მეტად იურგენ კლოპი სურთ, მაგრამ გერმანელი იმაზე
"კანდიდატი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა რემი გარდი ხელმისაწვდომია ამ ეტაპზე. ასევე, თავისუფალია "თუნის" ფანების ფავორიტი თემურ ქეცბაიაც", - ვკითხულობთ ჟურნალში.