"მათე ვაწაძეს ხშირად გააქვს დანიის პირველ დივიზიონში უიმედო გოლკიპერთა კარში გოლები. ქართველი ფორვარდი დიდი უპირატესობით ლიდერობს ბომბარდირთა დავაში. სწორედ მისმა შედეგიანობამ განუმტკიცა სატურნირო მდგომარეობა "ორჰუსს".
ჯერ კიდევ საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე, ელიტაში გადასვლისთვის დიდ ბრძოლას პროგნოზირებდნენ, მაგრამ ვაწაძის გოლებმა მორტენ ვიგჰორსტს ამოცანა გაუიოლა.
ახლა "ორჰუსს" შეუძლია კიდევ უფრო გაამყაროს თავისი მდგომარეობა, 30-ე ტურში გუნდი "კიოგეს" მასპინძლობს".
შეგახსენებთ, რომ "ორჰუსი" 52 ქულით მეორე ადგილზეა, რაც ელიტის საგზურს იძლევა, ხოლო 26