კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარმა "ოთელოსმა" ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი 25 წლის ჩვენებურ მეკარე როინ კვასხვაძეს და 30 წლის საყრდენ ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს.
"გუნდის მთავარი მწვრთნელის სურვილით, როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს.
კლუბი მიესალმება ამ ფაქტს და წარმატებას უსურვებს ფეხბურთელებს", - ნათქვამია "ოთელოსის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში მესამე ქართველიც თამაშობს - 25 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"