კვიპროსულმა "ოთელოსმა" როინ კვასხვაძესა და ლევან ხმალაძეს კონტრაქტები გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
ფოტოზე: როინ კვასხვაძე
კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარმა "ოთელოსმა" ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი 25 წლის ჩვენებურ მეკარე როინ კვასხვაძეს და 30 წლის საყრდენ ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს.

"გუნდის მთავარი მწვრთნელის სურვილით, როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

კლუბი მიესალმება ამ ფაქტს და წარმატებას უსურვებს ფეხბურთელებს", - ნათქვამია "ოთელოსის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში მესამე ქართველიც თამაშობს - 25 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი წინსვლაა, გაიზარდნენ ბიჭები, დაფრთიანდნენ და კვიპროსი ტრამპლინად გამოიყენეს. ამას ქვია პროგრესი!
0
ვარდება ოთელოსი და გაუხანგრძლივენბდა
Roina
11:34 12-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული