სანდრო კობახიძე: ასეთი თამაში რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მაისს, უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში სანდრო კობახიძის "ვოლინმა" სტუმრად 3:3 ითამაშა "მეტალისტთან". ამ შეხვედრაში სანდრომ მე-40 წუთზე გახსნა ანგარიში. სტუმრებმა გამარჯვება ხელიდან მესამე დამატებულ წუთზე გაუშვეს.

"ვოლინი" 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და თითქმის აღარ შერჩა ევროთასებზე გასვლის შანსი. 28 წლის ქართველმა, რომელმაც სეზონში მე-4 გოლი გაიტანა, ufootball-ს შემდეგი უთხრა:

- ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაგვაკლდა მოსაგებად. უფრო დამაჯერებლად უნდა გვეთამაშა, არ გავუშვებდით და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა.

- რატომ დაუშვა ამდენი შეცდომა გუნდმა დაცვაში?
- მხოლოდ მცველები არ ცდებოდნენ, ყველას მიგვიძღვის
ბრალი. დღეს მატჩზე კონცენტრირებულნი არ ვიყავით, ამიტომაც გავუშვით ამდენი გოლი და ხელიდან გავუშვით 3 ქულა. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთები ხდება და ვერაფერს მოვუხერხებთ.

- რა გითხრათ კვარციანიმ გასახდელში?
- არაფერი არ უთქვამს, საერთოდ არაფერი.

- რას ფიქრობთ მომავალ მატჩზე?
- ჯერ ამაზე ვერ ვფიქრობ, როგორმე უნდა დავივიწყოთ "მეტალისტთან" დაპირისპირება და გავაგრძელოთ მოგებებზე ფიქრი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული