ბუბა დაუშვილის სავარაუდო ტრანსფერი: შვეიცარია, რუსეთი თუ ისევ უკრაინა?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, კლუბს გამოიცვლის.

26 წლის ფეხბურთელი "კარპატის" ძირითადი შემადგენლობის წევრია. ერთი ეგაა, ლვოვური გუნდი ვერ ყოჩაღობს უკრაინის პრემიერლიგაში და ამან, ცხადია, ქართველი გუნდიდან წასვლაზე დააფიქრა.

რომელ გუნდში შეიძლება გააგრძელოს დაუშვილმა კარიერა? როგორც შევიტყვეთ, მისი გადაბირებით ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის, აქტიურია რუსული "უფას" ვარიანტი. ამ გუნდს ჩვენებური საყრდენის გადაბირება ჯერ კიდევ ზამთარში სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

გარდა ამისა, დაუშვილით დაინტერესებულნი არიან უკრაინული გუნდები. არის
ასევე შვეიცარიული ვარიანტი. როგორც გავიგეთ, "ზესტაფონის" ექსნახევარმცველის გადაბირება ორ იქაურ კლუბს სურს - "სენტ გალენსა" და "ლუცერნს".

დაუშვილს "კარპატისთან" კონტრაქტი ამა წლის ბოლოს უსრულდება. ამასთან, მის შესანარჩუნებლად "კარპატი" ყველა ღონეს იხმარს. ამ დროისთვის, ეს გუნდი უკრაინის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის ამბიციური გუნდის გაკეთებას აპირებს - ისეთის, რომელიც ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

დაუშვილი 2005-11 წლებში "ზესტაფონში" თამაშობდა, რის შემდეგაც "კარპატიში" გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 24 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუბა მართლაც შრომისმოყვარე და მებრძოლი ფეხბურთელია, სწორედ ეხლა შედის ნამდვილ საფეხბურთო ასაკში, დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ბუბა გაიხარე.
gizog
13:32 14-05-2015
0
ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელია და ძალისმიერი თამაში უყვარს თავის პოზიციაზე ნამდვილად აქვს მონაცემები საქართველოს დონეზე კარგი ფეხბურთელია წარმატებები ბუბას... ზოგ ზოგიერთს კიდე ან შურს ან უბრალოდ აქანავებს )))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული