როგორც თავად გვითხრა, კონტრაქტი ჩვენებურ გოლკიპერსა და პორტუგალიის პირველი ლიგის ბინადარ "ფეირენსეს" შორის დასრულებულია.
რას აპირებს მაკარიძე, ვინც თავის დროზე, სულ ახალგაზრდამ, 5 მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ გუნდში? ფეხბურთელს პორტუგალიაში შევეხმიანეთ და მისგან საინტერესო ამბები მოვისმინეთ.
"არა მგონია, თითქმის გამორიცხულია, რომ "ფეირენსეში" დავრჩე. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, რომელიც დასრულდა. "ფეირენსემ" ახალი ხელშეკრულება კი შემომთავაზა, მაგრამ მე აქ დარჩენას აღარ ვაპირებ. ძალიან მინდა, ძალები ახალ დონეზე მოვსინჯო. მეუბნებიან,
გიორგი მაკარიძის საფეხბურთო კარიერა უდიდესი იმედებით იწყებოდა. თბილისის "დინამოდან" ის ფრანგულ "ლე მანში" გადავიდა და საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა.
ამის შემდეგ იყო კვიპროსულ "დოქსაში" გატარებული მცირე პერიოდი, რასაც პორტუგალიის პირველი დივიზიონის ბინადარ "ფეირენსეში" გადასვლა მოჰყვა.
მაკარიძე სულ ახალგაზრდა იყო, როცა კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ნაკრებს აღარ აწუხებს მეკარის პრობლემა, თუმცა გვჯერა - თუ მაკარიძე იპოვის ამბიციურ გუნდს, ის კვლავ გააკეთებს განაცხადს ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"