ლეგიონი: გოგინაშვილის ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩვენთვის საინტერესო მოვლენები მოხდა. "საქსანმა" გასვლაზე 4:1 დაამარცხა "აკადემია". გამარჯვებულთა რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა. მან თავი მატჩის მე-15, მე-17 და 38-ე წუთებზე გამოიჩინა. გოგინაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს.

ჩემპიონობა ვერ მოიპოვა დავით სირაძისა და ჯაბა დვალის "დაჩიამ", რომელმაც გასვლაზე წააგო უშუალო კონკურენტ "მილსამისთან" - 1:2. სირაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, დვალი კი მინდორზე არ გამოჩენილა. "დაჩიას" საჩემპიონოდ ფრეც ჰყოფნიდა...

დანიის სუპერლიგაში "ოდენსე" შინ დაუზავდა "სილკებორგს" - 1:1. ლადო დვალიშვილი "ოდენსეს" განაცხადში არ
ყოფილა.

ფინეთის პირველობაზე "კუპსმა" შინ 0:3 წააგო "ლაჰტისთან". ტრავმის გამო ეს მატჩი გამოტოვა ჩვენებურმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ.

უკრაინის ჩემპიონატში ხარკოვის "მეტალისტი" შინ დაუზავდა ოდესის "ჩერნომორეცს" - 0:0. "ჩერნომორეცში" სათადარიგო იყო გიორგი გადრანი.

უკრაინის თასის საპასუხო ნახევარფინალში "დნიპრომ" გასვლაზე ფრედ (1:1) ითამაშა "შახტართან". რაკი პირველი მატჩი დონეცკელებს ჰქონდათ მოგებული (1:0), ფინალშიც ისინი გავიდნენ. ჯაბა კანკავა "დნიპროს" ძირითადში იყო. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის ჩემპიონატში "იაგელონია" "ლეგიას" ესტუმრა და დამატებულ მეცხრე (!) წუთზე გაუშვა მატჩის ერთადერთი გოლი. "იაგელონიაში" ნიკა ძალამიძე 63-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ფოფხაძე კი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული