სანდრო კობახიძე ტურის მესამე ფეხბურთელად აირჩიეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მესამე ადგილი დაიკავა - ჩვენებურმა ხმების 7% დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ კობახიძემ "ვოლინის" და "ჰოვერლას" მატჩში (4:2) შესანიშნავი გოლი გაიტანა. სანდრო სხვადასხვა ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებებშიც მოხვდა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კი გულშემატკივრებმა კიევის "დინამოს" ხორვატი ლეგიონერი დომაგოი ვიდა აირჩიეს (36%), მეორე ადგილზე გავიდა ალექს ტეიშეირა (შახტარი, 27%).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული