გიორგი ჭანტურიას გუნდის უეცარი ნახტომი მე-16 ადგილიდან მესამეზე

AutoSharing Option
სპორტულმა არბიტრაჟმა 22 მაისს დააკმაყოფილა რუმინული "კლუჟის" სარჩელი და მოუხსნა 24-ქულიანი ჯარიმა რუმინეთის ჩემპიონატში. ეს სასჯელი კლუბს თებერვალში დაეკისტა ვალების გამო.

შესაბამისად, "კლუჟს" კვლავ დაერიცხა ქულები და 54 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა გასავარდნი ზონიდან. თუ დარჩენილ ორ ტურში ამ ადგილს შეინარჩუნებს, "კლუჟი" ევროპალიგაზეც ითამაშებს, თუ ეუფას ლიცენზიას მოიპოვებს.

"კლუჟი" რუმინეთის მომდევნო ჩემპიონატს მინუს 6 ქულით დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ "კლუჟში" თამაშობს გიორგი ჭანტურია, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში ჩემპიონატში 20 მატჩში 4 გოლი, თასზე კი 4 მატჩში 2 გოლია. სეზონის დასრულებისთანავე, ჭანტურია
"კლუჟს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უფრო მეტი უნდა გაეტანა 4 გოლი ცოტაა.
sabonis
23 მაისი 2015 14:54
0
დომენტილიგაში:)
1
23 მაისი 2015 12:50
0
მემგონი ჩვენთანაც იქნება სიურპრიზები :):):)
1
23 მაისი 2015 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული