"ვოლინის" თავკაცი: კობახიძე გვეამაყება, მაგრამ მას უკეთ თამაში შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სანდრო კობახიძემ ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა ლუცკის "ვოლინის" მაისურით. 28 წლის ქართველი შესანიშნავ ფორმაშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ჯერ არ გამოქვეყნებულა, აი, წინა, 24-ე ტურში კი სანდრომ ერთგვარი რეკორდი დაამყარა - უკრაინაში 7 გამოცემა აკეთებს სიმბოლურ ნაკრებებს და 5-ის ვერსიით, კობახიძე რჩეულთა შორის მოხვდა!

კობახიძე სიმბოლურში შეიყვანეს შემდეგმა გამოცემებმა: "კომანდამ", "სპორტ-ექსპრეს უკრაინამ", Football.ua-მ, Matchday-მ და Ua-football-მა.

"ოლიმპიკთან" მატჩის (3:1) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ვოლინის" თავკაცმა ვიტალი კვარციანიმ:

"დღეს სამმა ლეგიონერმა გაიტანა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს წარადგენენ სანაკრებო
თამაშებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ფეხბურთელები თამაშობენ ჩვენთან, მაგრამ ისინი აქ მთელ თავიანთ პოტენციალს არ ავლენენ.

ვფიქრობ, კობახიძეს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში. ეს ეხება ერიკსა და ბაბატუნდესაც".

Ua-football-ის ინფორმაციით, "ვოლინი" უკანასკნელ დღეებს ითვლის ამ შემადგენლობით. გუნდში კრიზისია და ძალიან ბევრი ფეხბურთელი წასვლას აპირებს. თუმცა გამოცემის მტკიცებით, "დნიპროდან" იჯარით მოთამაშე სანდრო კობახიძეს დარჩენის შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული