გიორგი ნემსაძე და თემურ ქეცბაია "დანდის" რიგებში ითამაშებენ

AutoSharing Option
26 მაისს ლონდონის "სელჰერტს პარკზე" "კრისტალ პალასი" გუნდის ლეგენდას, არგენტინელ გოლკიპერ ხულიან სპერონის ფეხბურთიდან აცილებს.

ამ შეხვედრაში "კრისტალ პალასი" სპერონის ყოფილ გუნდს, შოტლანდიურ "დანდის" დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე. სამივე ფეხბურთელს უთამაშია "დანდის" რიგებში. 

ზურაბ ხიზანიშვილი "სამტრედიის" რიგებში საქართველოს თასის ფინალს თამაშობს და ლონდონში ვერ წავიდა. აი, ნემსაძემ და ქეცბაიამ თამაში დაადასტურეს და სპერონის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში ითამაშებენ.

ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს შოტლანდიელი ჩარლი ადამიც (სტოკ სიტი), რომელმაც შემდეგი თქვა:

"ერთი სული მაქვს,
როდის ვითამაშებ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორიც გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია და ხუან სარა არიან. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მათი დრო იყო ერთ-ერთი საუკეთესო "დანდის" ისტორიაში.

ის, როგორც ეს ბიჭები თამაშობდნენ მოედანზე, საოცარი იყო. უდიდესი პრივილეგია მერგო მათ გვერდზე თამაშის სახით".
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარეთ ბიჭებო ,, თემო და გიო თქვენ ყოველთვის კარგები იკავით, ღმერთმა გაგაძიეროთ სახელოვანნო.
giorgi
10:46 27-05-2015
0
თემო , ძალიან მოგვენატრა შენი თამაში , შენი გამოსვლა სტადიონზე, ყოველთვის სასიხარულო იყო, კი ძალიან გულნატკენი წახვედი აქიდან, მაგრამ არა უშავს ეს საქარტVელოა.
simona
10:50 27-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული