ლეგიონი: ვაკო ყაზაიშვილის გოლით "ვიტესი" ევროპალიგას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიის ერედივიზიონის საევროპალიგო პლეი ოფის პირველ ფინალურ მატჩში "ვიტესმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "ჰეერენვეენთან" და საბოლოო წარმატებისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.

"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ბოლომდეც ითამაშეს. მატჩის 21-ე წუთზე ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა ტრაორეს პასით. მეორე ტაიმში კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

"ვიტესისა" და "ჰეერენვეენის" საპასუხო დაპირისპირება 31 მაისს, არნემში გაიმართება.

* * *
ფინეთში "კოოტეპე" შინ უგოლოდ დაუზავდა"ლაჰტის". 90 წუთი ითამაშა მასპინძელთა ქართველმა მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის საენდშპილო მატჩში "ნეფთჩიმ" და აზალ-მა
1:1 ითამაშეს. აზალ-ის რიგებში ითამაშა ჩვენებურმა უკანახაზელმა ლაშა კასრაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბიჭია და მაგრად პროგრესირებს. მომავალი ლიდერი საქართველოს ნაკრების ეს უნდა გახდეს
chiko
10:55 29-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული