ჯაბა კანკავას თანაგუნდელი მზადაა, უკრაინის დასაცავად ხელში იარაღი აიღოს

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჯაბა კანკავას თანაგუნდელი, არტიომ ფედეცკი გამოთქვამს მზადყოფნას, უკრაინის დასაცავად ხელში იარაღი აიღოს და იომოს.

30 წლის მცველს, რომელსაც უკრაინის ნაკრების ღირსება 38-ჯერ დაუცავს, სურს, სამაგალითო იყოს ქვეყნის აღმოსავლეთში მებრძოლი თანამემამულეთათვის და მათ მხარდაჭერას უცხადებს.

"მე უკრაინის პატრიოტი ვარ და მზად ვარ, მისი გულისთვის ომში წავიდე. მინდა სამაგალითო ვიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვიან. ყველაფერს გავაკათებთ, რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, რათა გავამხნევოთ ისინი. და რაც მთავარია, ასე უბრალოდ უკრაინას ჩვენ არავის დავუთმობთ", - თქვა ფედეცკიმ სატელევიზიო
ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ადამიანი თავის ქვეყანავს იცავს......კაცო..და ტვინის გამორეცხვა რა შუაშია....შენ რამე გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის კაცო თუ კაცუნია?
კაცი თუ ვითომ კაცს
10:56 01-06-2015
0
სამსობლოს დაცვა ტვინის გამორეცხვა შესაცოდაო რუსიის მონა
morieli
10:02 01-06-2015
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული