10 მწვავე პასი თამაშში - სანდრო კობახიძე უკრაინის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა football.ua-ს ვერსიით.

"მატჩის შემდეგ კობახიძე ამბობდა, რომ მას "დნიპროში" დაბრუნება სურს. "მეტალურგის" წინააღმდეგ მან სწორედ ისე ითამაშა, რომ "დნიპროს" ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიქცევდა. ის მოედანზე ორივე გუნდში ყველაზე აქტიური იყო: კარში ურტყამდა, ატყუებდა მეტოქეებს, აწოდებდა ზუსტ პასებს.

საინტერესო ფაქტია - კობახიძემ "მეტალურგთან" 10 მწვავე პასი გააკეთა. ხუთიც კი საოცარი შედეგია", - წერს football.ua.

აი, კობახიძის სრული სტატისტიკა ამ მატჩიდან: კარში დარტყმა - 6,
აქედან 3 ზუსტი; დრიბლინგი - 8, აქედან 7 წარმატებული; პასები მეტოქის საჯარიმოში - 15, აქედან 5 ზუსტი; 10 მწვავე პასი - 4 ზუსტი; 4 ჩაჭრა მეტოქის ნახევარზე. "კობახიძეს მარტოს სურდა თამაშის მოგება", - წერს უკრაინული გამოცემა.

Instat Index-ის მიხედვით, კობახიძემ 309 ქულა დააგროვა და ტურში მეხუთე შედეგი აჩვენა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული