გიორგი ფოფხაძე და პოლონური "იაგელონია" მალე გაიყრებიან?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, გიორგი ფოფხაძისა და პოლონური "იაგელონიას" გზები, სავარაუდოდ, მალე გაიყრება. საქმე ისაა, რომ პოლონელებმა რეგლამენტი შეცვალეს - მომავალ სეზონში იქაურ კლუბებს უფლება ექნებათ, მხოლოდ ორი ლეგიონერი ათამაშონ.

ეს ერთი მომენტია, მეორე კი ისაა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ფოფხაძესა და "იაგელონიას" შორის დადებული კონტრაქტის ვადა იწურება. როგორც ჩანს, მხარეები ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებენ.

ფოფხაძე "იაგელონიას" სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა. ასე განსაჯეთ, კლუბს ამ დროისთვის პოლონეთის ჩემპიონობის შანსიც კი აქვს. ფოფხაძემ სასტარტო შემადგენლობაშიც ჩაატარა მატჩები და სათადარიგო სკამზეც მოგვევლინა.

რაც
შეეხება "იაგელონიას" მეორე ქართველს, ნიკა ძალამიძეს, საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი, ჩვენი ინფორმაციით, გუნდში რჩება. მას პოლონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათადარიგო სკამზეც მოგვევლინაო, მოგვევლინა რაა, მესიაა?))
Walkabout
13:23 03-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული