საბა კვირკველია: მამაჩემმა ყველაფერი იცის...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, 23 წლის სოლომონ (საბა) კვირკველიამ, ვინც ქვეყნის მთავარ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ გაჰყვა, ინტერვიუ მისცა "რუბინის" ოფიციალურ ვებგვერდს და რუსული სეზონი შეაფასა:

- თუ ავიღებთ ათბალიან სისტემას, როგორ შეაფასებდით სეზონს "რუბინისთვის"?
- დავუწერდი 9-ს პლუსით. ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, თუ ხუთეულში მოვხვდებოდით. თანაც, დამაჯერებლად ვერ დავიწყეთ სეზონი. უფრო მეტი ქულა გვექნებოდა, მატჩების ბოლოს ხშირად კონცენტრაცია რომ არ დაგვეკარგა.

- რომელ მოთამაშეს ან გუნდს გამოარჩევდით?
- იგორ პორტნიაგინმა გამაკვირვა. 11 გოლით ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა რუს
ფეხბურთელებს შორის.

- სეზონის საუკეთესო გოლის თქვენეული ვერსია...
- ბოლო ტურში სუპერგოლი გაიტანა სპარტაკ გოგნიევმა "ტერეკის" კარში.

- ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
- ცსკა-სთან შინ 2:1 რომ მოვიგეთ. იმ თამაშს ვერასოდეს დავივიწყებ.

- ...და რომელ მატჩს დაივიწყებდით?
- "ტორპედოსთან" მატჩს. 2:0-ს ვიგებდით, ორი ბურთი გავუშვით და თამაში 2:2 დასრულდა.

- თქვენი აზრით, ვინ არის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი?
- შესანიშნავი სეზონი ჰქონდა რომან ერიომენკოს.

- ბევრმა რუსეთის გასული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მიგიჩინათ ადგილი. თავად რას იტყვით თქვენს თამაშზე?
- მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ სად რა იწერება. ამას, ძირითადად, მამაჩემი აკეთებს. ის ყველაფრის საქმის კურსშია.

- მომავალ სეზონში რისი მიღწევა გსურთ?
- მაქსიმუმი უნდა დავისახოთ მიზნად და არა, ვთქვათ, მეოთხე ადგილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული