Telegraph-მა გიორგი ქინქლაძე ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელთა ოცეულში შეიყვანა

AutoSharing Option
Telegraph-მა გამოაქვეყნა ყველა დროის 20 ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელის სია. გამოცემის აზრით, ასეთ ოცეულში ადგილს ქართული ფეხბურთის ლეგენდა გიორგი ქინქლაძეც იმსახურებს.

გიორგი ქინქლაძე სიაში მე-20 ნომრითაა. გეტყვით, რომ ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელად გამოცემა მარიო ბალოტელის მიიჩნევს. სამეულში არიან რობინიო და რადამელ ფალკაო.

"თუკი სადმე არის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი რეპუტაცია ერთი გოლით მოიპოვა, მაშინ პირველი ასეთი ფეხბურთელი ნიჭიერი ქართველი გიორგი ქინქლაძეა.

ქინქლაძის გოლი "მანჩესტერ სიტის" მაისურით "საუთჰემპტონის" კარში ულამაზესი იყო, მაგრამ ასეთი ჰაილაითები ქართველის კარიერაში მაინც იშვიათი იყო. "სიტის" მაისურით მან 122 მატჩში
მხოლოდ 22 გოლი გაიტანა.

ამის მერე კი იყო არც ისე წარმატებული კარიერა "აიაქსში", "დერბიში", "ანორთოსისსა" და "რუბინში", - წერს გამოცემა.

ქინქლაძის გოლის სქემა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი პასი გააკეთა ეგეც დაეწერათ მერე, მისი მოვალეობა მაინც და მაინც გოლების გატანა არ ყოფილა. პლიუს რამდენი მისი პასი გოლად ვერ აქციეს იმ უკლასო თანაგუნდელებმა?! მარტომ ათრია ეგ გუნდი ქინქიმ, და თუ ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურა, საღოლ მაშინ ინგლისელებს.
asdasd
19:32 12-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული