ქართველი მე-10 ადგილზე დასახელდა.
"ამ სიაში ვერ ხვდებიან ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები, სამაგიეროდ, არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც "შეშლილი ბერი" თემურ ქეცბაიაა. ის "ნიუკასლის" ფანებში დიდი რეზონანსით სარგებლობდა", - წერს dailymail.co.uk.
"Toon Army-ის უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მათ შეიძინეს ქართველი მარადონა, როცა 1997 წლის წინასასეზონოდ, თემურ ქეცბაიას დრიბლინგებით მოიხიბლნენ.
შემდეგ მან გაიტანა დამატებით დროში "კროაციას" წინააღმდეგ მატჩში და ისტორიაში პირველად გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა
თუმცა, მალე ქეცბაიამ თავისი საქციელით თანაგუნდელების გაღიზიანება დაიწყო. მას "შეშლილი ბერი" შეარქვეს. ის აღიზიანებდა ფანებსაც, თავისი თამაშით მეტოქის კართან.
მაგრამ ახლაც ყველა აღიარებს, რომ მის ირგვლივ ცხოვრება არასოდეს ყოფილა მოსაწყენი.
და ბოლოს, მან დააგვირგვინა "ბოლტონთან" გოლის აღნიშნვნით, როცა სარეკლამო ბარს წიხლი დასცხო, მაისურა გაიხადა და ბუცები ტრიბუნაზე ისროლა", - წერს გამოცემა.