დაუშვილის თხოვნით, მასთან ინტერვიუში გვერდი ავუარეთ სანაკრებო თემას. ცხადია, ყველა უკმაყოფილო და იმედგაცრუებულნი დავრჩით ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოლონეთთან მარცხს ყველაზე მეტად სწორედ ისინი განიცდიან.
"ამ დღეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს. დიდი ალბათობით, "კარპატის" დავტოვებ და სხვა კლუბში გადავალ", - გვითხრა ფეხბურთელმა საუბრის დასაწყისშივე. როგორც ირკვევა, დაუშვილის გადაბირებით შვეიცარიული და უკრაინული კლუბები არიან დაინტერესებულნი.
"ამ ეტაპზე ორი ქვეყნიდანაა ყველაზე
საინტერესოა, როგორ იხსენებს ის "კარპატიში" გატარებულ პერიოდს.
"ამ გუნდში ოთხი წელიწადი ვითამაშე. სულ ძირითადში ვიყავი. არ არის მაინცდამაინც ადვილი ისეთ კლუბში თამაში, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მადლობელი ვარ ყველასი - კლუბის ხელმძღვანელობისა და ქომაგების".
საინტერსოა ჩვენებურისა და "კარპატის" კონტრაქტის ამბავიც.
"კლუბთან კონტრაქტი კიდევ 5 თვის განმავლობაში მაკავშირებს, თუმცა ეს არ არის პრობლემა, სიმბოლურ ფასად გამიშვებენ", - ამბობს დაუშვილი, რომლის გადაბირებით, როგორც გავიგეთ, შვეიცარიული კლუბები - "სენტ გალენი" და "ლუცერნი" არიან მოწადინებულნი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"