sports.ru: გია გრიგალავასთვის "ყუბანის" ვარიანტი საინტერესო უნდა იყოს

AutoSharing Option
sports.ru-მ გამოაქვეყნა რუსული პრემიერლიგის კლუბებისთვის საინტერესო 7 თავისუფალი აგენტის სია, რომლებიც გუნდებს შეიძლება, უფასოდ შეხვდეთ.

ანდრე-პიერ ჟინიაკის, ემირ სპაჰიჩის, ჯამპაოლო პაცინის, სეკუ ოლისეს, იოან გურკუფის და ალექსეი საპოგოვის კომპანიაში, ქართველი გია გრიგალავაც არის.

გია გრიგალავა
25 წლის
პოზიცია:
მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი
ყოფილი კლუბი: ანჟი
ვის გამოადგება: ყუბანი

"გია გრიგალავა, როგორც ემირ სპაჰიჩი, უცბათ დარჩა უმუშევარი, კლუბის გადაწყვეტილებით. თუმცა ბოსნიელის შემთხვევიდან განსხვავებით, მისი ისტორია უფრო მუქი ფერებითაა შეფერილი და უფრო უცნაურია.

ზამთარში "ანჟიმ" მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გრიგალავას სისხლში აკრძალული ნივთიერებების კვალი
აღმოაჩინეს. თავად გრიგალავა ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ კლუბს მისი მოცილება სურდა.

გაჟღერდა ბევრი ვარიანტი, ითქვა ბევრი სიტყვა, გაკეთდა რამდენიმე ანალიზი, მაგრამ რაში იყო ამ ისტორიის მთავარი ბოროტება მაინც ვერ გაირკვა.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გრიგლავას წასვლა მოუწია. 25 წლის ფეხბურთელისთვის ამდენი ხანი უსაქმოდ ყოფნა დამღუპველია, ამიტომ გიამ მალე უნდა მონახოს სასურველი კლუბი, ამ ზაფხულშივე.

სავარაუდოდ, მას I დივიზიონში დაბრუნება არ სურს, რუსული პრემიერლიგის კლუბებიდან კი მისთვის საინტერესო ვარიანტად "ყუბანი" ჩანს, რომელსაც ალბათ, გაუჭირდება კარგი ფეხბურთელების ყიდვა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული