Football.ua-ს კორესპონდენტის კითხვაზე - ლუცკელებიდან, კობახიძე, პოლევოი, პოლიტილო და ბაბენკო, რომელი ითამაშებს "დნიპროში" მომავალ სეზონში - მარკევიჩმა ასე უპასუხა:
- დაე, ითამაშონ იქ, სადაც თამაშობენ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის კობახიძე "ვოლინში" "დნიპროდან" იჯარით თამაშობს. სეზონის დასრულების შემდეგ სანდრომ დნეპროპეტროვსკის კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
ასევე იხილეთ:
Xsport.ua: სანდრო კობახიძეს "დნიპროში" დაბრუნება სურს