ორშაბათს უჰრინმა "სლავიასთან" კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ოთხშაბათს ყენია და კომპანია ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე ახალი თავკაცის მეთაურობით დაიწყებს.
"შემოთავაზება ერთი კვირის წინ მივიღე, აქ უკვე მეორედ ვარ, პირველად სხვა თანამდებობაზე, თუმცა ამას, რა აზრი აქვს, ჩემთვის "სლავიაში" ნაცნობი გარემოა", - განაცხადა უჰრინმა.
შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინ უმცროსმა თბილისის "დინამოს" 2012/13 წლების სეზონში ოქროს დუბლი შეასრულებინა - ჩემპიონობაც