ლევან მჭედლიძის "ემპოლის" მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ემპოლის", რომლის ღირსებასაც ლევან მჭედლიძე იცავს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარის მარკო ჯამპაოლო შეცვლის.

46 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლიგა პროს" გუნდ "კრემონეზეს" ედგა სათავეში, იქამდე კი სერია A-ს გუნდებში მუშაობდა: "კალიარიში", "სიენაში" და "კატანიაში".

აქვე აღვნიშნოთ, რომ მაურიციო სარი "ემპოლიდან" "ნაპოლიში" გადაბარგდა და, როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში იწერება, ახალ გუნდში ყოფილი შეგირდები მიჰყავს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, სარის სურვილია, რომ "ემპოლიდან" მცველი ლორენცო ტონელი და ნახევარმცველი მირკო ვალდიფიორი გადაიბიროს. ნეაპოლში გადაბარგების სურვილი თავად ფეხბურთელებმაც გამოთქვეს და დიდი
შანსია, გარიგება შედგეს.

ერთი სიტყვით, ლევან მჭედლიძის გუნდში დიდი ცვლილებებია - "ემპოლის" ახალი მწვრთნელი ჰყავს და, როგორც ჩანს, შემადგენლობაც გვარიანად გადახალისდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული