ნიკა კვეკვესკირი: ჩემპიონთა ლიგაში თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გორის "დილას" დაშორდა და კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს. ბოლო ინფორმაციით, ამ კლუბთან მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" კახა ცხადაძის ყოფილმა ასისტენტმა ზაურ სვანაძემ ჩაიბარა.

"დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და, ცხადია, კვეკვესკირი გუნდს ძალიან დააკლდება. "ლელო" ნიკას აზერბაიჯანში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:

- ახლა აზერბაიჯანში ვარ. კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. მცირე დეტალებია მოსაგვარებელ-შესათანხმებელი, თუმცა ეს არ იქნება პრობლემა.

- რატომ გააკეთეთ არჩევანი "ინტერის" სასარგებლოდ? ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიაში
თქვენი კომენტარი გამოქვეყნდა...

- თუ დამიჯერებთ, ინტერვიუ არავისთვის მიმიცია. არც კი ვიცი, საიდან მოიტანეს ჩემი სიტყვები. ვნახე და მეც გაოგნებული დავრჩი...

- "ინტერში" ქართველებიდან მხოლოდ თქვენ ხართ?
- არა, გიორგი ლომაიაც აქ არის.

- როგორია ამჟამად კლუბის ფინანსური მდგომარეობა? ვიცით, რომ "ინტერს" ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა...
- ჩემი ინფორმაციით ახალ, სოლიდურ სპონსორს ელიან.

- ზაურ სვანაძეს თუ ელაპარაკეთ?
- დიახ და უნდა გითხრათ, რომ ეს ტრანსფერი მისი ინიციატივაა.

- "დილასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაში, ცხადია, გინდოდათ. იოლად მიიღეთ "ინტერში" გადასვლის გადაწყვეტილება?
- არა, ადვილად არ მიმიღია, პირიქით, ძალიან ბევრი ვიფიქრე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კვეკვესკირი მაგრად შეგეშალა...ჩათვალე რო შენთვის დიდი ფეხბურთი დამთავრდაა...
gori
09:04 18-06-2015
0
რა ლიგა რა ფეხბურთი ფული არ ჯობია. იქნებ ლიგაზე გეთამაშა გამოგეჩინა თავი და შეიძლება უკეთესი კლუბი დაინტერესებულიყო შენით, ბაქაო სად გაგექცეოდა.
არაფლის ღირსები ჩვენ არ ვართ...
qomagi
00:54 18-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული