ზაურ სვანაძე: ბაქოს "ინტერი" ის გუნდი აღარ არის...

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ზაურ სვანაძემ ინტერვიუ მისცა "აზერისპორტს". ქართველი სპეციალისტი კლუბის სიახლეებსა და ტრანსფერებზე საუბრობს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" ჩვენთვის კვლავ საინტერესო კლუბია. მომავალი სეზონიდან ამ გუნდის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი და ლაშა კასრაძე დაიცავენ. იქვეა მეკარე გიორგი ლომაიაც.

- როგორ მიდის ახალი სეზონისთვის სამზადისი?
- თანდათან უერთდებიან ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს. სამუშაო ბევრია...

- "ინტერმა" უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტებს გიორგი ლომაიასთან, იური ფომენკოსა და მირჰუსეინ საიდოვთან. ვინ არის შემდეგი?
- შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, ერთწლიანი კონტრაქტები გავაფორმეთ ნიკა კვეკვესკირთან და ლაშა
კასრაძესთან.

- ხუან ფრანსისკო?
- მასთან მოლაპარაკება გრძელდება.

- საქმის დაწყება ნულიდან გიწევთ. როგორი იქნება "ინტერი" მომავალ სეზონში?
- რაც შეიძლება, კარგად უნდა მოვემზადოთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, ევროპა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ.

- თქვენ "ინტერში" გასულ სეზონშიც მუშაობდით. გუნდი ისეთივე ძლიერი ვეღარ იქნება?
- ის გუნდი აღარ არის, გასულ სეზონში ვერცხლის მედლები რომ მოიგო. ახალი გუნდი გვყავს...

- თქვენგან სარისკო არ არის ასეთ დროს გუნდში მოსვლა?
- რატომ უნდა გავექცე სირთულეებს? ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ აზერბაიჯანის ჩემპიონატში.

* * *
ბაქოს "ინტერის" 25 წლის ახალწვეული ლაშა კასრაძე "ინტერს" ასევე დედაქალაქური აზალ-იდან შეუერთდა. ის "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია და საქართველოს ჩემპიონატშიც ამ გუნდის ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ლაშა აზალ-ის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. საიმედოობა, პოზიციური თამაშის ნიჭი - ეს არის კასრაძის მთავარი პლუსები. დანარჩენსაც დრო გამოაჩენს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული