აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ინტერი" ჩვენთვის კვლავ საინტერესო კლუბია. მომავალი სეზონიდან ამ გუნდის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი და ლაშა კასრაძე დაიცავენ. იქვეა მეკარე გიორგი ლომაიაც.
- როგორ მიდის ახალი სეზონისთვის სამზადისი?
- თანდათან უერთდებიან ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს. სამუშაო ბევრია...
- "ინტერმა" უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტებს გიორგი ლომაიასთან, იური ფომენკოსა და მირჰუსეინ საიდოვთან. ვინ არის შემდეგი?
- შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, ერთწლიანი კონტრაქტები გავაფორმეთ ნიკა კვეკვესკირთან და ლაშა
- ხუან ფრანსისკო?
- მასთან მოლაპარაკება გრძელდება.
- საქმის დაწყება ნულიდან გიწევთ. როგორი იქნება "ინტერი" მომავალ სეზონში?
- რაც შეიძლება, კარგად უნდა მოვემზადოთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, ევროპა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ.
- თქვენ "ინტერში" გასულ სეზონშიც მუშაობდით. გუნდი ისეთივე ძლიერი ვეღარ იქნება?
- ის გუნდი აღარ არის, გასულ სეზონში ვერცხლის მედლები რომ მოიგო. ახალი გუნდი გვყავს...
- თქვენგან სარისკო არ არის ასეთ დროს გუნდში მოსვლა?
- რატომ უნდა გავექცე სირთულეებს? ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ აზერბაიჯანის ჩემპიონატში.
* * *
ბაქოს "ინტერის" 25 წლის ახალწვეული ლაშა კასრაძე "ინტერს" ასევე დედაქალაქური აზალ-იდან შეუერთდა. ის "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია და საქართველოს ჩემპიონატშიც ამ გუნდის ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ლაშა აზალ-ის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. საიმედოობა, პოზიციური თამაშის ნიჭი - ეს არის კასრაძის მთავარი პლუსები. დანარჩენსაც დრო გამოაჩენს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"