შეგახსენებთ, რომ "პაფოსმა" გავარდნილი "ოთელოსიდან" მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე გადაიყვანა. ახლახან გუნდმა ნიკოლოზ გელაშვილი დაიმატა. 25 წლის გრიგალაშვილი კი გუნდის მე-4 ქართველი იქნება.
გრიგალაშვილმა სეზონი "ოთელოსში" ჩაატარა, 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბი მას დაემშვიდობა.