"კალაძემ მითხრა, "მილანში" შეგიძლია მოწიო და დალიოო..."

AutoSharing Option
sports.ru-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ ფეხბურთელ ანდრეი სტრელცოვთან. 31 წლის სტრელცოვმა რამდენჯერმე ახსენა ქართველი ფეხბურთელები და საფეხბურთო აგენტები.

სტრელცოვი იხსენებს პერიოდს, როცა ის "მილანში" ისინჯებოდა.

- როცა ჩავედი, "მილანელოზე" ვცხოვრობდი. ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ კახა კალაძე და კუტუზოვი, შევჩენკო მაშინ ტრავმირებული იყო.

- რას გიყვებოდათ კალაძე?
- მეუბნებოდა, რომ აქ შეგიძლია მოწიო და დალიო, ამაზე არავინ არაფერს გეტყვის, მთავარია, როგორ თამაშობ. გატუზო მაგალითად, ბაზაზე "ფერარით" და სიგარით პირში მოდიოდა. მთავარია, მოედანზე, როგორ გამოაჩენ თავსო. ორიოდე მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ კახას
პირით გვითხრა, მოდი, მოვაწეროთ ხელი კონტრაქტსო, მაგრამ კოსტია სარსანიამ 4 მილიონი მოითხოვა, 4 მილიონად კი "მილანმა" დარიო შიმიჩი იყიდა.

სტრელცოვი იხსენებს ეპიზოდს, როცა "ანჟიში" ომარ თეთრაძესთან ქართველების გამო იჩხუბა:

"ანჟიში" 9 ქართველი თამაშობდა. თეთრაძემ მათ უთხრა, რომ გუნდში მუშაობისას ქართულად არ ელაპარაკათ, მაგრამ ისინი წესს არღვევდნენ.

მივედი თეთრაძესთან, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მოედანზე ქართულად არ ელაპარაკათ - ვკითხე. ეს შენი საქმე არააო - მომიგო მან.

"კამაზთან" მატჩს ჩემი გოლით ვიგებდით, მაგრამ ორი გავუშვით. შესვენებაზე თეთრაძემ ჯოხი დაღესტნელებზე გადატეხა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი - შენი ქართველები, არზიანი და ხოჯავა რომ დგანან მოედანზე, ამაზე, რას იტყვი-მეთქი.

ამის გამო ვიჩხუბეთ. თეთრაძემ მითხრა, რომ აღარასოდეს მათამაშებდა. მერე ფანები მივიდნენ მაგომედოვთან მოთხოვნით, ჩემთვის თამაშის უფლება მოეცათ. აღმოჩნდა, რომ კლუბის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა. მან თეთრაძეს მკაცრად უთხრა - აქ მე ვწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არაო.

ამის მერე თეთრაძეს, რა თქმა უნდა, არ ვუყვარდი, მაგრამ მაინც მათამაშებდა. მთელ ფლანგზე მუშაობას მავალებდა და კიდევ წუწუნებდა, რომ ვერ ვასწრებდი.

- თეთრაძემ ორჯერ გაიყვანა გუნდი პრემიერლიგაში. რატომ არ აძლევდნენ მას შანსს?
- პირველ და მეორე ლიგაში ყველაფერი შეიძლება გააკეთო ფულით, პრემიერლიგაში კი თამაშია საჭირო.

- ქართველი ფეხბურთელები ერთ კაცს ჩამოჰყავდა გუნდში?
- კი, მამუკას. ის სულ "ანჟიში" იყო და ყველაფერს წყვეტდა გუნდში, ვინ უნდა გასულიყო მოედანზე და ვინ - არა. მამუკა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მომეწერა ხელშეკრულებისთვის ხელი მასთან და ვითამაშებდი... წავიდეს, მაგის...

(რედ: სტრელცოვი არ წერს ქართველი აგენტის, მამუკას გვარს. სავარაუდოდ, საუბარი მამუკა ჯუღელზეა).
მკითხველის კომენტარები / 9 /
რას ამბიბს ეს ადამიანი ისეთს რაც ჩვენ არ ვიცით.
90% ქართველებისა გეტყვის რომ სამუშაო ნაცნობობით ან ყიდვით ან ჩალიჩით აქვს ნაშოვნი.

ამერიკაში რომ აღმოვჩნდი პირველად და რომ ვთქვი რომ საბჭოთა პერიოდში უბრალო "სლესარიც" კი მშენებლობიდან ტონობით მასალა იპარავდა მეთქი - ყოფილ "საბჭოეთიდან" წამოსულებს პირი გია დარჩათ. კომუნისტების დროს რაც იყო, ყველაზე კორუმპირებული რესპუბლიკა, ისევ ისეთივე დატოვეს თავში "მოსულებმა" ამ დროის განმავლობაში. ხალხი კი სიგარიბეშია.

კაცი ამბობს რაც შეემთხვა, და რასც ყვება ეს ავადმყოფობა ყველამ იცის რომ საქართველოშია. ეხლა ვლანძღოთ და ვიუაროთ ეს ამბავი. საქართველო კი თავისით გაბრწყინდება.
ამერიკელი
16:49 27-06-2015
0
სტრელცოვი ედიკა გამიგია მე, მაგარი ფეხბურთელი. ეს ვინ ჯანდაბაა? ან როგორ მიასუნინეს საერთოდ მილანის ბაზაზე... სულ კალაძის ბრალია ძირითადში რო ვერ მოხვდა თორე ამის წინამძღოლობით არ გახსოვთ რამდენჯერ მოიგო ლიგა ,,სპარტაკმა"? :)))
irakli apkhaidze
11:17 07-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული