ნუკრი რევიშვილმა "დილას" და "შერიფს" რუსეთის პრემიერლიგის "მორდოვია" ამჯობინა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ სარანსკის "მორდოვიაში" გააგრძელებს, რომელმაც სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" წამოსული 28 წლის მეკარის მომავალს ჯერ გორის "დილას", შემდეგ კი მოლდოვურ "შერიფს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რევიშვილმა რუსეთში დაბრუნება არჩია.

ნუკრი სარანსკის "მორდოვიას" ხელმძღვანელობას ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა და გუნდს სერბეთში შეკრებაზე გაჰყვა, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც. რევიშვილმა 25 ივნისს, სერბულ "იაგოდინასთან" ანგარიშით 4:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩაატარა.

რევიშვილმა ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა. მისთვის
"მორდოვია" კი მეხუთე უცხოური კლუბია: 2006 წელს ყაზანის "რუბინში" ჩაირიცხა, რის შემდეგაც ითამაშა მახაჭყალის "ანჟიში" (2010-11), "კრასნოდარში" (2012-13), მალტის "ვალეტასა" (2014) და რუსულ "ტოსნოში" (2014).
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილა მორდოვიას სადაც შეხვდება იქ გაგითახსირებს...
qomagi.
26 ივნისი 2015 16:18
0
каи гундши мохвда намдвилад да мисалоциа. ам чаобши ан молдоваши аба ра ундода, билетеби вер гакидес ерти квираа.
гио
26 ივნისი 2015 13:42
0
...ტვიტონაც ვერგადაუწყვეტი სად წავიდეს
utruxune
26 ივნისი 2015 13:32
0
ამ ჟურანისტებმა ჯერ გადაამოწმეთ წესივრად და მერე წერეთ ხო შეიძლება არაა?რაღას გვალანძღინეთ ეს ადამიანი,რუსეთის პრემიერლიგა ბევრად ჯობია დილას კლასითაც და ფინანსურადაც,მე პირადად ბოდიშს ვიხდი ამ ფეხბურთელის მიმართ,თუმცაღა ეს სტატიის ავტორის დანაშაულია,,,და არა ჩემი
gori
26 ივნისი 2015 13:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული