სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" წამოსული 28 წლის მეკარის მომავალს ჯერ გორის "დილას", შემდეგ კი მოლდოვურ "შერიფს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რევიშვილმა რუსეთში დაბრუნება არჩია.
ნუკრი სარანსკის "მორდოვიას" ხელმძღვანელობას ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა და გუნდს სერბეთში შეკრებაზე გაჰყვა, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც. რევიშვილმა 25 ივნისს, სერბულ "იაგოდინასთან" ანგარიშით 4:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩაატარა.
რევიშვილმა ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა. მისთვის