ზურაბ ხიზანიშვილი: ჯერჯერობით, ბაქოს "ინტერში" ქართველები ოთხნი ვართ

AutoSharing Option
33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ბაქოს "ინტერის" სრულფასოვანი წევრია. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად გვითხრა, როცა აზერბაიჯანში დავუკავშირდით...

- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. კლუბთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. ვვარჯიშობ, ვემზადებით მომავალი სეზონისთვის, - გვითხრა ხიზანიშვილმა საუბრის დასაწყისში.

- ევროტურნირების განაცხადში უპრობლემოდ მოხვდებით?
- კი, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის.

- "ინტერში" ბევრი რამ შეიცვალა...
- ახალი გუნდია. ამ ეტაპზე შემადგენლობა ნორმალურია. ეგაა, შეთამაშება დაგვჭირდება. როგორც გვითხრეს, "ინტერი" სექტემბრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება. საჭიროა დრო და ყველაფერი კარგად იქნება.

- "ინტერში" ქართველების გამოჩენა კიდევ
ხომ არ არის მოსალოდნელი?

- ოთხნი ვართ და თუ კიდევ შემოგვემატება ვინმე, ძალიან კარგი იქნება. ჯერჯერობით კი გიორგი ლომაიასთან, ლაშა კასრაძესა და ნიკა კვეკვესკირთან ერთად ვვარჯიშობ.

- ევროპალიგის პირველ ეტაპზე ალბანურ "ლაჩისთან" მოგიწევთ საქმის დაჭერა...
- შევისწავლით მეტოქეს დაწვრილებით და მერე უფრო შემეძლება, რომ შევაფასო ალბანური კლუბი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული