მოსკოვურმა გუნდმა, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - დმიტრი ალენიჩევი, შეხვედრა დორნბირნში ადგილობრივ გუნდთან გამართა და მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით - 12:0 დაამარცხა.
ცნობისთვის, "დორნბირნი" ავსტრიის მესამე ლიგის გუნდია.
ანანიძემ თამაში სასტარტოში დაიწყო და მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო. ჯანოს თავად არ გაუტანია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ანგარიში ქართველი ნახევარმცველის მონაწილეობით გაიხსნა, მესამე გოლი კი სულაც მისი პასით გავიდა.
მომდევნო სპარინგ-მატჩს "სპარტაკი" 3