"ტრაბზონის" სპორტული დირექტორი: შოთამ ხუთი ენა იცის, დიახ, მისი დანიშვნა გვსურს

AutoSharing Option
"ტრაბზონის" სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ჰურმამ fotospor.com-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბს ახალ თავკაცად შოთა არველაძის მიწვევა სურს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობიდან გადადგა "ტრაბზონის" თავკაცი ერსუნ იანალი, ხოლო მის შემცვლელად თურქული მედია ერთხმად შოთა არველაძეს ასახელებდა.

"შოთა არველაძემ ხუთი ენა იცის, რაც მას უცხოელ ფეხბურთელებთან ურთიერთობას გაუიოლებს. დიახ, ჩვენ გვსურს მისი დანიშვნა", - განაცხადა ჰურმამ.

***
ამასობაში, თურქულ მედიაში გაჩნდა ახალი ცნობები, რომლის მიხედვითაც, შოთას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - 59 წლის გამოცდილი ჰოლანდიელი თავკაცი მარტინ იოლი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთმა ჩემმა ნაცნობმა 6 ენა იცის.ხომ არ განიხილავდნენ მის კანდიდატურას?
Nodari
18:16 02-07-2015
0
ახალკაცცმა მხოლოდ ორი ენა იცოდა მაგრამ დიდი წარმატებები ჰქონდა
ემზარი
18:41 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული