უკრაინის ქართული ლეგიონის დღე: კანკავას მარცხი, ლიპარტიას გამარჯვება

AutoSharing Option
4 ივლისს უკრაინულ კლუბებში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა საკონტროლო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" "ზაგრებს" 5:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა 58-ე წუთამდე ითამაშა.

ჯაბა კანკავას "დნიპრო" "ალემანიას" შეხვდა და 0:1 დამარცხდა. "დნიპრომ" ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა, ქართველმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში მიიღო მონაწილეობა.

"კარპატიმ" 3:2 მოუგო სლოვენიურ "ოლიმპიას", ბუბა დაუშვილს, რომელმაც წინა მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა, არ უთამაშია.

ოდესის "ჩერნომორეცი" მოლდოვის ჩემპიონ "მილსამის" დაუზავდა - 1:1. გიორგი გადრანი ოდესელთა შემადგენლობაში შეცვლაზე გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული