ნიკა კვეკვესკირი: სვანაძე მენდო და მეც გავუმართლე [VIDEO]

AutoSharing Option
"აზერისპორტმა" ინტერვიუ ჩამოართვა ბაქოს "ინტერის" ახალწვეულ ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც მისთვის სადებიუტო მატჩში (ალბანურ "ლაჩისთან") გოლი გაიტანა.


- I საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლაჩისთან" ასეთ თამაშს ელოდით?
- ველოდი, რომ ალბანეთში მძიმე თამაში იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. "ლაჩი" კარგი გუნდია, მას ძლიერი ფორვარდები ჰყავს. 1:1 მაინც სამართლიანი შედეგია, გამარჯვებული კი ბაქოში გამოვლინდება.

- თქვენ ლამაზი გოლი გაიტანეთ. საჯარიმო დარტყმა თქვენი ინიციატივა იყო თუ სვანაძის გადაწყვეტილება?
- თამაშის წინ მწვრთნელი ასახელებს, ვინ ასრულებს სტანდარტულებს. მადლობა მას,
რომ ეს პატივი მე მერგო. მიხარია, რომ მისი იმედი გავამართლე და სტანდარტულიდან გავიტანე ჩემთვის სადებიუტო მატჩში, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტუმრად გატანა შევძელით.

- როგორ აფასებთ "ინტერის" შანსებს?
- ჩვენ ახალი გუნდი ვართ, მაგრამ მოვუმატებთ. ერთი შეხედვით, ჩვენ გასვლის მეტი შანსი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მართლა წინაა. "ლაჩის" ძლიერი ფორვარდების განეიტრალება იქნება საჭირო.

- ბაქოში ნულოვანი ფრე გაწყობთ. გუნდი დაცვიდან ითამაშებს?
- ჩემი აზრით, დაცვაში ჩაჯდომა არ იქნება საუკეთესო ვარიანტი. ასეთი თამაში სარგებელს ვერ მოგვიტანს, ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მთავარია, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ.

- თქვენი ყოფილი გუნდი "დინამო" "გაბალას" ეთამაშა. რას იტყვით ამ წყვილზე?
- ჩემთვის "დინამოს" მოგება არ იყო მოულოდნელი, იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და მწვრთნელიც ძალიან ძლიერი ჰყავთ. ვფიქრობ, გუნდების შანსები თანაბარია. საპასუხო მატჩი არანაკლებ საინტერესო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული