21 წლის მცველი, რომელსაც უკანა ხაზში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, უკრაინულ "დესნასთან" ამხანაგური მატჩის (2:0) 77-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით ოდესელები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.
ხოჭოლავამ მეორე ტაიმი ითამაშა, "ჩერნომორეცის" მეორე ქართველმა გიორგი გადრანმა კი - პირველი 45 წუთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"