ჯაბა დვალი "საბურთალოში" ვარჯიშობს, მაგრამ...

AutoSharing Option
ჯაბა დვალი კვლავ უგუნდოდაა, თუმცა შევიტყვეთ, რომ ის უმაღლეს ლიგაში გადასულ "საბურთალოში" ვარჯიშობს. თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ჯერაც უცნობია, კონტრაქტი გაფორმდება თუ არა.

საქმე ისაა, რომ გამოცდილ თავდამსხმელს ყოფილ კლუბ კიშინიოვის "დაჩიასთან" ხელშეკრულება აკავშირებს, რომლის დარღვევაშიც მოლდოველები 30 ათას დოლარს ითხოვენ.

ახლა "საბურთალოზეა" დამოკიდებული, გადაუხდის თუ არა "დაჩიას" ამ თანხას.

კლუბთან დაკავშირებული მეორე სიახლე ისაა, რომ "საბურთალოსა" და 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში გადასულ მეორე თბილისურ კლუბ "ლოკომოტივში" აღმოჩნდეს.

ამ უკანასკნელს წვრთნის ვასილ მაისურაძე, რომელიც
კუპატაძეს 19-წლამდელებში ავარჯიშებს და ენდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ .... გაუცჰირდა და ისევ აქ ჩამოვიდა?
0

სიახლეები პოპულარული