გიორგი მერებაშვილი: "ვერიაში" შესანიშნავად მიმიღეს, მაფასებენ და მენდობიან

AutoSharing Option
28 წლის შემტევმა გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ "ვერიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მას თურქული შეთავაზებაც ჰქონდა, თუმცა არჩევანი ბერძნულ ვარიანტზე შეაჩერა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მერებაშვილს უკვე აქვს საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება. ის იმ ოფი-ს ლიდერი გახლდათ, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.

გასულ ჩემპიონატში "ვერიამ" სუპერლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა, თუმცა, როგორც ამბობენ, მომავალი სეზონისთვის ამბიციური გეგმები აქვს. გუნდს გეორგიოს გეორგიადისი წვრთნის.

"ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე "ვერიასთან". შესანიშნავად მიმიღეს. კარგი, მეგობრული გუნდია. მაფასებენ და მენდობიან, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.
მწვრთნელისგან დიდ ნდობასა და პატივისცემას ვგრძნობ", - გვითხრა მერებაშვილმა, რომელსაც "ლელო" საბერძნეთში დაუკავშირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული