ჰოლანდიურ შეკრებაზე კლუბის ხელმძღვანელებს შეხვედრა ჰქონდათ მთავარ მწვრთნელთან და თურქული მედიის ცნობით, ძირითადად, საუბარი ტრანსფერებს შეეხებოდა.
"ქართველი მწვრთნელი ძალიან კარგად იცნობს თანამემამულეების შესაძლებლობებს. შოთა არველაძემ ორი გვარი დაასახელა: გურამ კაშია ჰოლანდიური "ვიტესიდან" და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია.
27 წლის კაშიამ 4 სეზონი გაატარა ჰოლანდიაში. "ტრაბზონისთვის" კარგია, რომ მას 2016 წელს უსრულდება კონტრაქტი. 197 სმ სიმაღლის კვირკველია ჯერ 23 წლისაა.
ჩვენი
შეგახსენებთ, რომ არველაძემ უკვე წაიყვანა ასისტენტად მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.