fussballtransfers.com: გურამ კაშია ბერლინის "ჰერტას" გამოადგება

AutoSharing Option
fussballtransfers.com-ი ცნობილი გერმანული საიტია, რომელზეც გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია: "ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მიხაელ პრეეტცის სიაში".

მიხაელ პრეეტცი ბერლინის "ჰერტას" გენერალური მენეჯერია. საიტის აზრით, "ჰერტას" გაძლიერება რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია და მათ სიაში გურამ კაშიაცაა.

"დაცვის ცენტრში დანტესა და ვესტერმანის შემდეგ გურამ კაშიას სახელი ყველაზე ნაკლებად ცნობილია. ქართველი მცველი არნემის "ვიტესის" კაპიტანია.

ის 2010 წლიდან ამტკიცებს ერედივიზიეში, რომ კარგი მცველია. თანაც, ჩანს, რომ გურამ კაშიას კარიერაში ახალი ეტაპის დროა. მას კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს და "ვიტესი" აუცილებლად მოისმენს შეთავაზებებს მის ტრანსფერზე".

შეგახსენებთ,
რომ თურქული წყაროს ინფორმაციით, გურამ კაშიას მიწვევა შოთა არველაძეს "ტრაბზონში" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული