შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გავრცელებული ხმების მიხედვით, შოთას დაცვის ცენტრში საბა კვირკველიასა და გურამ კაშიას ქართული წყვილის ხილვა სურს.
და აი, არანაკლებ სენსაციური ინფორმაცია - "ტრაბზონში", შესაძლოა, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდეს. არადა, დიდი ხანი არ არის, რაც "ოლიმპიაკოსმა" მისი ტრანსფერი დაადასტურა.
haberturk.com-ი წერს, რომ "ტრაბზონის" სატრანსფერო ამბები ელვისებური
ლორია ახლახან გადავიდა "ოლიმპიაკოსში", მაგრამ საბერძნეთში ცნობილი კრიზისის გამო ფეხბურთელს ანაზღაურების მიღების სერიოზული პრობლემა აქვს და ამბობენ, რომ ლორიას გუნდის დატოვება სურს.
არველაძემ და ლორიამ უკვე ისაუბრეს. მწვრთნელმა უთხრა მას, რომ სურს მისი დამატება და თუ ლორია "ოლიმპიაკოსთან" თავისით მოაგვარებს სიტუაციას, მისთვის "ტრაბზონის" კარი ღიაა", - წერს საიტი.
ბოლო ინფორმაციით, "მაინცის" ბერძენი გოლკიპერი სტეფანოს კაპინო "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. ეს ცნობა სულ უფრო რეალურს ხდის ზემოთნახსენებ ინფორმაციას.
15 ივლისს "ოლიმპიაკოსმა" ამხამაგური მატჩი წააგო "დუკლასთან" - 0:1. ლორიამ მეორე ტაიმი ითამაშა, პირველში კი კარში ესპანელი რობერტო იდგა.