მოულოდნელი ამბავი: გიორგი ლორია "ტრაბზონსფორში"?

AutoSharing Option
თურქული მედია ლამის ყოველდღიურად აქვეყნებს სენსაციურ ამბებს "ტრაბზონსფორთან" დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ თურქული გრანდის ახალი თავკაცი შოთა არველაძეა, ხოლო მისი ასისტენტი გიორგი დევდარიანი გახდა.


შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გავრცელებული ხმების მიხედვით, შოთას დაცვის ცენტრში საბა კვირკველიასა და გურამ კაშიას ქართული წყვილის ხილვა სურს.

და აი, არანაკლებ სენსაციური ინფორმაცია - "ტრაბზონში", შესაძლოა, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდეს. არადა, დიდი ხანი არ არის, რაც "ოლიმპიაკოსმა" მისი ტრანსფერი დაადასტურა.

haberturk.com-ი წერს, რომ "ტრაბზონის" სატრანსფერო ამბები ელვისებური
სისწრაფით ვითარდება. შოთა არველაძის გუნდში შეიძლება საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ვიხილოთ.

ლორია ახლახან გადავიდა "ოლიმპიაკოსში", მაგრამ საბერძნეთში ცნობილი კრიზისის გამო ფეხბურთელს ანაზღაურების მიღების სერიოზული პრობლემა აქვს და ამბობენ, რომ ლორიას გუნდის დატოვება სურს.

არველაძემ და ლორიამ უკვე ისაუბრეს. მწვრთნელმა უთხრა მას, რომ სურს მისი დამატება და თუ ლორია "ოლიმპიაკოსთან" თავისით მოაგვარებს სიტუაციას, მისთვის "ტრაბზონის" კარი ღიაა", - წერს საიტი.

ბოლო ინფორმაციით, "მაინცის" ბერძენი გოლკიპერი სტეფანოს კაპინო "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. ეს ცნობა სულ უფრო რეალურს ხდის ზემოთნახსენებ ინფორმაციას.

15 ივლისს "ოლიმპიაკოსმა" ამხამაგური მატჩი წააგო "დუკლასთან" - 0:1. ლორიამ მეორე ტაიმი ითამაშა, პირველში კი კარში ესპანელი რობერტო იდგა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სულელურ ნაბიჯს არ გადადგავ.
AMPREDUZO
08:28 16-07-2015
0
რა ტრაბზონი ოლიმპიაკოსში მეტი პერსპექტივაა
Dato
02:19 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული