სანდრო კობახიძემ უკრაინულ "ნივასთან" ამხანაგურ მატჩში გაიტანა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა სანდრო კობახიძემ ლუცკის "ვოლინის" შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ქართველის გუნდი უკრაინულ "ნივას" დაუპირისპირდა. 3:0 - ასეთია მატჩის საბოლოო ანგარიში.

სანდრომ ანგარიში გახსნა - მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსიაშვილმა"პარტიზანთან"ვერ დააყენა ნორმალური შემადგენლობა.არ ათამაშა ის ფეხბურთელები,რომლებმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.არ ათამაშა ქარქუზაშვილი/სათადარიგო სკამზეც კი არ ჰყავდა/ და ბაგაევი,რომლებსაც ჩემპიონატში არც ერთი თამაში არ ჩაუგდიათ დაცვაში და სტაბილურობით გამოირჩეოდნენ.არ ათამაშა ბომბარდირი მოდებაძე,რომელიც გოლის გატანაზეა დაგეშილი,ერისთავი/მას თამაშის გამწვავება შეუძლია/და კიდევ სხვები...ვეთანხმები სხვის გამონათქვამებს,რომ მარცვალაძეს/აშკარად არაა ფორმაში/ თითქოს არ უნდოდა გოლის გატანა,კარგ პოზიციაში მყოფი ელოდებოდა მცველებს რომ მისთვის აერთმიათ ბურთი.შეცვლებიც დაგვინებული იყო. შევჩენკო,ნავალოვსკი,ხურცილავა და ფალავანდიშვილი/მიუხედავად გაძევებისა/კარგად ირჯებოდნენ.ეტყობა სოსიაშვილს სხვა არჩევანი არ ჰქონდა,აუცილებლად უნდა ეთამაშებინა ჯუღელის ე.წ."ბიჭები".დავალება იყო "ზევიდან",რაც არ არის კარგი.ამისთვის გუნდის მესვეურებს პასუხს მოსთხოვენ გულშემატკივრები.ყველაფერი ფულზე არ უნდა იყიდებოდეს.
ქომაგი სხვაგან ყველგან დაბლოკეს
11:59 16-07-2015
0
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები როგორ გამოვარდნენ კი ნახე წინა 3 ქართული გუნდის მაგალითზე, ამ ტურნირზე გამოცდილება ორმაგად ფასობს, ასე რომ ტყუილად ემდურები უჩას. იმედია გორში უფრო შემტევი გუნდი ეყოლება
irakli apkhaidze
12:12 16-07-2015
0

სიახლეები პოპულარული