ჯაბა კანკავამ ბასტიან შვაინშტაიგერის შემდეგ ლუიშ ნანიც "დაჩაგრა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" საკონტროლო მატჩი "ფენერბაჰჩესთან" გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

15 ივლისს, სტამბოლში გამართულ მატჩში სრულად ითამაშა უკრაინული გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, რომელსაც ერთ ეპიზოდში "ფენერბაჰჩეს" პორტუგალიელ ახალწვეულ ლუიშ ნანისთან გაწევ-გამოწევა მოუვიდა. საბოლოოდ, ფეხბურთელები თანაგუნდელებმა დააშოშმინეს. ფეხმტკივანი ნანი გაზონზე გაწვა, მსაჯმა კი ჯაბას ყვითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე, ბრუნო ალვეშმა, საკუთარ კარში გაიტანა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" მომდევნო შეხვედრას უკვე უკრაინის ჩემპიონატის სტარტზე - უჟგოროდის "ჰოვერლასთან", 19 ივლისს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი ჯაბას საქართველო-გერმანიის
მატჩში, ბასტიან შვაინშტაიგერთანაც მოუვიდა.

ასევე იხილეთ:
კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება მოედანზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯაბა გლადიატორი ხარ იმენნა, ჟილკიანი და უშიშარი ქართველი. გენაცვალე ჯაბა!
Georgiano
16:57 16-07-2015
0
სათაურებია ისეთი სათაურის უნახავს გაგხდის... დაჩაგრა კი არა დაასამარა ფაქტიურად... კანკავას მაინც რას ერჩით თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ გასამასხარავებლად
irakli apkhaidze
17:08 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული