გიორგი ლორიამ "ოლიმპიაკოსის" შეკრება დატოვა, კლუბი მას უშვებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გოლკიპერის, გიორგი ლორიას პირეოსული ოდისეა ხანმოკლე აღმოჩნდა - ის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი აღარ არის.

pamesports.gr-ის ინფორმაციით, გიორგი ლორიამ უკვე დატოვა "ოლიმპიაკოსის" შეკრება და ათენში დაბრუნდა კლუბის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად, ურთიერთობის გაუქმების თაობაზე.

"გიორგი ლორიამ დატოვა შეკრება ზეეფელნტში და ათენში გაემგზავრა. მას გაუშვებენ პირეოსული კლუბიდან.

"ოლიმპიაკოსმა" გადაწყვიტა, რობერტოსთან ერთად, გუნდში მეკარე სტეფანოს კაპინომ ითამაშოს. ლორია კი, ალბათ, თურქულ "ტრაბზონში" გააგრძელებს კარიერას. ამ კლუბმა გამოხატა მისი დამატების ინტერესი", - წერს საიტი.

აღსანიშნავია, რომ ლორია ერთადერთი არაა, ვისაც კლუბი უშვებს. იგივე ბედი ელის
ესპანელ მცველ ალბერტო ბოტიას, რომელსაც "ბარსელონაში", "სპორტინგსა" და "სევილიაში" უთამაშია.

სამწუხაროა, რადგან "ოლიმპიაკოსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბმა პაოკ-ს აჯობა და ქართველი გოლკიპერი დაიბევა. ის გუნდს შეკრებაზეც გაჰყვა და ერთ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ...

თურქული წყაროები მიზეზად საბერძნეთში ფინანსურ კრიზისს ასახელებენ, ბერძნული წყაროები კი - გუნდში საბერძნეთის ნაკრების გოლკიპერის, კაპინოს მისვლას.

სხვათა შორის, იმავე ბერძნული წყაროების ცნობით, ლორიას ერთი წინადადება უცნობი ქართული კლუბიდანაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გიორგი ლორიამ ბერძნულ ოფი-ში გაატარა. მან თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მაგრამ კლუბი გაკოტრდა და ჩემპიონატი მიატოვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგ უცნობი კლუბი სამტრედიაა, რომელსაც ლორია სჭირდებოდა ჭანტურიას მოსაზრებით.ახლა კი რა იქნება მას მერე რაც ჭანტურიას ასე ცუდად მოექცნენ,არავინ იცის...
jango
00:01 18-07-2015
0
პირიქით მეგობრებო ძალიან კარგია თურქეთის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერია საბერძნეთზე... თურქეთში თამაშობს პოდოლსკი, სნეიდერი, ვან პერსი, ნანი, მეირელეში, კევინ კონსტანტი, სხვა რომ არაფერი თურქებიც ავიღოთ ბურაკ ილმაზი, ალტინტობი და სხვები... ბოლო ბოლო არველაძე იქნება მწვრთნელი და დაეხმარება უფრო თან კიდევ უნდა შოთას იქ ქართველები ვნახოთ ასე ჯობია მგონი
გახო
19:44 17-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული