ლეგიონი: სანდრო კობახიძის გოლი, დავით ხოჭოლავას პასი უკრაინაში [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივლისს უკრიანის პრემიერლიგის I ტურის სამი შეხვედრა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩში ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, რომელთაგან გამორჩეული დღე სანდრო კობახიძესა და დავით ხოჭოლავას ჰქონდათ.

კობახიძის "ვოლინი" სტუმრად პოლტავაში "ვორსკლას" დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 1:1. არადა, ლუცკელები იგებდნენ - 57-ე წუთზე გატანილი გოლით სწორედ "ვოლინის" ქართველი ნახევარმცველი გამოირჩა. სანდრომ მასპინძელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ბურთი ოსტატურად გადაუგდო მეკარეს თავზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წარმატებული გამოდგა ხოჭოლავას დებიუტი ოდესის "ჩერნომორეცში", რომელიც სტუმრად დონეცკის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

"ჩერნომორეცმა"
ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა, საგოლე გადაცემა კი სწორედ ქართველმა მცველმა შეასრულა, რომელმაც თავისი ნახევრიდან თავზე "დაასვა" ბურთი თანაგუნდელს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოდესელთა რიგებში განაცხადშიც არ ყოფილა გიორგი გადრანი, "ოლიმპიკის" კარს კი უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იცავდა.

უკრაინის პრემიერლიგის პირველი ტური წარუმატებელი ბუბა დაუშვილისთვის აღმოჩნდა. მისი "კარპატი" სტუმრად ხარკოში "მეტალისტთან" ვერაფერს გახდა - 0:2. ბუბამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული