ლეგიონის უქმეები: დანიასა და უკრაინაში სტარტი ქართველებისაა [VIDEO]

AutoSharing Option
უკრაინის ახალი პრემიერლიგა ქართული საგოლე პასით დაიწყო - "ზორია" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" ესტუმრა და 6:0 გაანადგურა.

"ზორიას" "ათიანი" ჯაბა ლიპარტია სასტარტოში იყო. სწორედ მისი პასით გახსნა ანგარიში ხომჩენოვსკიმ. სამ წუთში მისი პასით თანაგუნდელმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 34-ე წუთზე ლიპარტიას წამოწყებული კომბინაცია ლიუბენოვიჩმა გოლით დაასრულა. უკრაინული მედიის მტკიცებით, ჯაბა პირველ ტაიმში მატჩში საუკეთესო იყო, შესვენებაზე ის ტრავმის გამო შეცვალეს.

ქართველთა "ჩერნომორეცი" "ოლიმპიკს" კიევში ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. სტუმართა რიგებში განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი გადრანი; სამაგიეროდ, ითამაშა ახალწვეულმა დავით ხოჭოლავამ. ქართველმა მცველმა
თავის გამოჩენაც შეძლო - 93-ე წუთზე, როცა "ჩერნომორეცი" ყველას განწირული ეგონა, მისი პასით მარტინენკომ "ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძეს გაუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუცკის "ვოლინი" პოლტავაში "ვორსკლას" ესტუმრა და სანდრო კობახიძის გოლით დაწინაურდა კიდევაც, თუმცა "ვორსკლამ" ქულა გადაარჩინა - 1:1. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა სტუმართა რიგებში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯაბა კანკავას "რეიმსში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ჯერჯერობით, ქართველი "დნიპროშია". მან 90 წუთი ითამაშა "ჰოვერლასთან" საგარეო შეხვედრაში - 1:1.

ბუბა დაუშვილის "კარპატი" "მეტალისტს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ბუბა სასტარტოში იყო, მან შეუცვლელად ითამაშა. მეორე გოლი მას მერე გავიდა, რაც დაუშვილმა თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა.

რუსეთი
ამ სეზონში რუსულ პრემიერლიგაში მეტი წარმომადგენელი გვყავს, ვიდრე შარშან. პირველი საქმეში ჯანო ანანიძე ჩაერთო. მისმა "სპარტაკმა" ვერ შეძლო ათკაციანი "უფის" დამარცხება. ჯანო 78-ე წუთზე შევიდა შეტევის გასაძლიერებლად, თუმცა თავი არ გამოუჩენია.

ამბობენ, ხოსე ხურადო "სპარტაკიდან" მიდისო. ამ შემთხვევაში ქართველი ნახევარმცველის შანსები იზრდება. ჯანომ ამ თამაშში "ჩემპიონატისგან" 6 ბალი მიიღო.

ყაზანის "რუბინს" ვერ უშველა საბა კვირკველიას საიმედო თამაშმა დაცვაში, ყაზანელები სტუმრად ცსკა-სთან 0:1 დამარცხდნენ. კვირკველიას 6,5 ბალი დაუწერეს.

"როსტოვი"-"ტერეკი" 1:1 დასრულდა. "ტერეკის" განაცხადში თედო გრიგალაშვილის შეყვანა I ტურისთვის ვერ მოესწრო.

"მორდოვიაში", შესაძლოა, ნუკრი რევიშვილს მამუკა კობახიძეც შეემატოს (იჯარის წესით "რუბინიდან"). მანამდე "მორდოვია" შინ 0:1 დამარცხდა "ლოკომოტივთან".

სამწუხარო ისაა, რომ გუნდმა ქართველი მეკარის კურიოზული შეცდომის გამო წააგო (5,5 ბალი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, ნუკრიმ მოგვიანებით, 73-ე წუთზე პენალტი მოიგერია - მაიკონის დარტყმის მიმართულება გამოიცნო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანია
დანიის სუპერლიგის სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო მათე ვაწაძემ - "ორჰუსმა" 2:1 აჯობა "ბრონდბიუს" და ჩვენებურმა, რომელიც I დივიზიონის ბომბარდირი იყო, დუბლი შეასრულა.

პირველი გოლისას ვაწაძემ, არც მეტი, არც ნაკლები, "ლივერპულის" ყოფილი მცველი დანიელ აგერი დაჩაგრა. მათე 86-ე წუთზე დავით სხირტლაძემ შეცვალა, რომელმაც ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ოდენსემ" "ჰობროს" 3:0 მოუგო, მაგრამ გამარჯვებულთა რიგებში ტყუილად ეძებთ ლადო დვალიშვილს. ქართველი ფორვარდი ძალიან ახლოსაა პოლონეთში დაბრუნებასთან, ოღონდ, "ლეგიას" ნაცვლად, "კრაკოვიაში".

სხვა
ფინეთში ირაკლი სირბილაძემ ყოფილი გუნდის, "ინტერის" წინააღმდეგ ითამაშა. კუპს-ი 1:1 დაუზავდა მეტოქეს, სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "იაგელონია" 2:3 დამარცხდა "კორონასთან". ნიკა ძალამიძე "იაგელონიის" განაცხადში არ ყოფილა. პოლონური მედიის თქმით, მწვრთნელმა ის "ომონიასთან" მატჩისთვის შემოინახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაწა მაგარია
შაკო
11:11 20-07-2015
0
საგოლე ! ეს პრემირე ლიგაა დანიის და ბრონდბიუ კოპენჰაგენის შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი და სახელგანტქმული გუნდი ამავდროულად ძალზედ წამატებული წინა სეზონში ბრავო მან არა მხოლოდ აგერს აჯობა არამედ ელმანდერსაც
daviti
11:31 20-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული